იტალიის სერია B-ის მეოცე ტურში შედეგიანი გადაცემით გამოირჩა გიორგი კვერნაძე
იტალიის სერია B-ის მეოცე ტურში შედეგიანი გადაცემით გამოირჩა გიორგი კვერნაძე. „ფროზინონე“ კი, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სტუმრად კონკურენტ „მონცას“ დაუზავდა. გიორგის პასით ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა, ხოლო მატჩი 2-2 დასრულდა. კვერნაძე 66-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ქართველის აქტივში 18 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, ერთხელ მან იტალიის თასზე სწორედ მონცასტან გაიტანა. „ფროზინონე“ 42 ქულით სერია B-ში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 24 იანვარს, „რეჯანას“ უმასპინძლებს.
