თოვლის საფარისგან გზები გაწმენდილია თბილისში
თოვლის საფარისგან გზები გაწმენდილია თბილისში. დედაქალაქში რამდენიმე სანტიმეტრი ნალექი მოვიდა. როგორც ქალაქის ქუჩებში ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე დაყრილია ტექნიკური მარილი. მობილიზებულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი. თბილისის მერი მძღოლებს მოუწოდებს ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
