თოვლისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია
თოვლისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. ინტენსიური თოვის გამო კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობის დაწყება დროულად ვერ შეძლო. ყველა შესაბამისი სამსახური პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს, იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზები.
