ინტენსიური თოვის გამო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია
ინტენსიური თოვის გამო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია, ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა მაღალთიან ზონებში მოქმედებს სპეციალური რეჟიმები. ასეთ ტერიტორიებზე ძირითადი აკრძალავა ეხებათ მისაბმელიან ტრანსპორტს და მოძრაობა ნებადართულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ზვავსაშიშროების და ქარბუქის გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კორშა-შატილისა და უშგული-ლასდილის გზებზე.
