ხელბურთელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიათან მარცხით დაიწყო
ხელბურთელთა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ ხორვატიათან მარცხით დაიწყო. ტიტე კალანდაძის გუნდი უპირატესობას ფლობდა, პირველ ტაიმში მეტოქეს 6-ბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდა თუმცა, 29-32 წააგო. ეროვნულ ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 7 გოლით გიორგი ცხოვრებაძე იყო, გიორგი დიხამინჯიამ 6, ხაზეინ რუსტამოვმა და ნიკოლოზ კალანდაძემ 5-5, მირიან გავაშელიშვილმა 4, ხოლო ირაკლი კბილაშვილმა - 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს ხელბურთის კიდევ ერთ გრანდთან და ტურნირის მასპინძელთან, შვედეთთან 19 იანვარს გამართავს.
