საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა იტალიის ნაკრებთან ითამაშა და დაძაბულ ბრძოლში 14-16 დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ნაკრებთან ითამაშა და დაძაბულ ბრძოლში 14-16 დამარცხდა. პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მომდევნო ორი პერიოდი იტალიელებმა მოიგეს, ხოლო მეოთხე პერიოდი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის გუნდიდან 3-3 გოლი დადვანმა და პიეშივაჩმა გაიტანეს, დუბლი ტყეშელაშვილმა და ვაშიჩმა შეასრულეს, ხოლო თითო გოლი ვლაჰოვიჩმა, შუშიაშვილმა, ტანკოშიჩმა და ბითაძემ მიითვალეს. ათანასიოს კაჩაგიასის გუნდი ჯგუფში ბოლო, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
