ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია
ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა სპორტსმენმა წარმატებული სტარტი შესანიშნავი გამოსვლით გააგრძელა და ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე 91.28 ქულით ლიდერი იყო. მან თავისუფალი პროგრამაც უმაღლეს დონეზე შეასრულა, 181.72 ქულა მიიღო, 100.86 ტექნიკური ხოლო 80.86 ქულა პროგრამული ელემენტებისთვის და კარიერის რეკორდი დაამყარა. მთლიანობაში ნიკამ 273 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. საქართველოს აქტივში კონტინენტის პირველობაზე 2 ოქროა. ეგაძემდე ჩემპიონები წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდნენ. ნიკა ეგაძეს ევროპის ჩემპიონობა პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიულოცეს.
