შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ღაზას სექტორისთვის შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ გაფართოვდეს
შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ ღაზას სექტორისთვის შექმნილი „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, გაფართოვდეს და სხვა ცხელი წერტილებიც მოიცვას, როგორიცაა უკრაინა და ვენესუელა. „ამჟამად არსებობს წინადადება, რომ ეს კონკრეტული საბჭო შეიქმნას სპეციალურად უკრაინა-რუსეთის შემთხვევისთვის“ - ნათქვამია ცნობაში და აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, ევროპის, ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებს გააერთიანებს და 20-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადების დანერგვას გაუწევს მონიტორინგს.
