დედაქალაქის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან დილიდან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
თოვს თბილისში, დედაქალაქის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან დილიდან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება. მობილიზებულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი. დედაქალაქის მერია მძღოლებს მოუწოდებს ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. თოვლის საფარისგან გზების წმენდის პროცესს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
