ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა შეეფარდა
ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა შეეფარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას განაგრძობს, დანაშაულში მონაწილე სხვა ადამიანების გამოსავლენად. დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. მათ კი, ვინც არ ეთანხმებოდა მათ იდეოლოგიას, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო კადრებს კი ინტერნეტში აქვეყნებდნენ. დაზარალებულთა შორის არიან არასწრულწლოვანები.
