აქტივისტებთან საიდუმლო შეხვედრის შინაარსის შესახებ, „ქრონიკის“ კითხვას გერმანიის ელჩი ისევ არ პასუხობს
აქტივისტებთან საიდუმლო შეხვედრის შინაარსის შესახებ, „ქრონიკის“ კითხვას გერმანიის ელჩი ისევ არ პასუხობს. შეკითხვა პეტერ ფიშერს მეილზე გუშინ გავუგზავნეთ, მან კი სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ 15 იანვრის შეხვედრაზე, ისაუბრეს ახალგაზრდების შეშფოთებაზე, ევროპულ გზასთან დაკავშირებით და ირანის მოვლენები არ უხსენებიათ. „ქრონიკის“ ინფორმაციით კი გერმანიის ელჩმა აქტივისტებს უთხრა, რომ საქართველოში მოვლენები ირანის მსგავსად უნდა განვითარდეს, რადგან დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს. გერმანიის ელჩმა ისაუბრა დაფინანსების მოპოვების საკითხზეც და თქვა, რომ კონტაქტი ამ თემაზე „გირჩის“ წევრ ლუკა მიშველაძესთან ექნება და მას გააცნობს დეტალებს.
