კონსპირაციული შეხვედრა
გერმანიის ელჩისთვის ტრადიციული დიპლომატიური მისიისთვის არადამახასიათებელი ნაბიჯები უცხო არ არის, ამიტომაც პეტერ ფიშერს გასულ წელს ვენის კონვენციის ძირითადი პრინციპები არაერთხელ შეახსენეს. როგორც ჩანს ეს ხაზი 2026-შიც გაგრძელდება, რადგან წელსაც დიპლომატიური მისიის მთავრი მოვალეობის, ანუ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციების, ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისა და ხელშეწყობის ნაცვლად, ელჩი ფიშერი გასული წლის მეთოდების გამეორებას და ძველი გზით სიარულს ამჯობინებს. ამის დასტურია კვლავაც აქტივისტებთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არადიპლომატიურ თემებზე საუბარი, რომელიც პროტესტის ფორმებსა და ქვეყნის შიდა საქმეებს ეხება. თავად პეტერ ფიშერი ამ თემას სოციალური ქსელით გამოეხმაურა, შეხვედრა დაადასტურა, მაგრამ საუბრის შინაარსი უარყო.
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
