ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მარკო რუბიო და ტონი ბლერი დაასახელა
ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად კი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი დაასახელა. „დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს“ შემადგენლობაში ასევე შევლენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას თავად ტრამპი შეასრულებს. საბჭო ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შეიქმნება, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
