კანადის პრემიერ-მინისტრმა პეკინში ვიზიტისას განაცხადა, რომ ურთიერთობა ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან
კანადის პრემიერ-მინისტრმა პეკინში ვიზიტისას განაცხადა, რომ ურთიერთობა ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო საიმედო პარტნიორი, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები უფრო ღრმაა, თუმცა ჩინეთთან ურთიერთობა უფრო პროგნოზირებადია. გუშინ ჩინეთისა და კანადის ლიდერებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, კანადა ჩინურ ელექტრო ავტომობილებზე ტარიფებს შეამსუბუქებს, სანაცვლოდ კი ჩინეთი შეამცირებს საბაჟო გადასახადებს კანადის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადის ენერგეტიკასა და სამომხმარებლო სექტორში. თავის მხრივ, კანადა ინვესტიციებს ჩინეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიასა და მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში ჩადებს.
