უოლ სტრიტ ჯორნალი: ტრამპმა 13 იანვარს პენტაგონს განკარგულება მისცა, ირანზე დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა
ტრამპმა 13 იანვარს პენტაგონს განკარგულება მისცა, ირანზე დარტყმებისთვის მომზადებულიყვნენ, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. ამის შესახებ „უოლ სტრიტ ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები უკვე ამუშავებდნენ თავდასხმის გეგმას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით, თუმცა მრჩეველებმა პრეზიდენტი დაარწმუნეს, რომ ირანზე თავდასხმისა და რეგიონში საკუთარი ძალების დაცვისთვის შეერთებულ შტატებს სათანადო რესურსები არ აქვს.
