ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აჭარბებს
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აჭარბებს. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰრანა“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, დაღუპულია 3 ათას 90 ადამიანი. მათ შორის 2 ათას 885 დემონსტრანტია. ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. მიზეზი ვალუტის რეკორდული გაუფასურება გახდა.
