გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი“ გრძელდება
გუდაურში ფესტივალი „გიზ-გიზი“ გრძელდება. დამსვენებლებისა და ადგილობრივებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. მუსიკალური პროგრამა, გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალის მიზანი, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვაა.
