ბაჩო ახალიას ვიდეო ჩანაწერი - შეფასებები
„ქართული ოცნება“ ტრაგიზმად აფასებს ბაჩო ახალიას ვიდეო ჩანაწერის შინაარსს, რომელიც ამაყობს დანაშაულბრივი რეჟიმით და იმ ფაქტით, რომ „ნაცად“ მოიხსენიებენ. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ახალაიას მიერ, სააკაშვილის ხელისუფლების ვარდისფერ ფერებში დახატვა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიში ძალააა ნაცმოძრაობა. ახალაიამ სააკაშვილის ხელისუფლებას ყველაზე ქართული და კეთილსინდისიერი უწოდა. ნაცმოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსანს უკვირს, როდესაც ვინმე მათი ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს.
