მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების სურვილი
მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანების სურვილი, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტსა და პრემიერს აქვთ, შეფასებების თემაა და იწვევს გაკვირვებას, რატომ სურთ სუვერენული ქვეყნის სხვა სახელმწიფოსთან შეერთება. თბილისში ამბობენ, რომ თუ როგორ უნდა გადარჩეს პატარა ქვეყანა ამის მაგალითი საქართველოა. რომელმაც დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და იმაზე უფრო ძლიერი ვიდრე აქამდე ყოფილა. მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებაზე ჯერ პრეზიდენტი მაია სანდუ, შემდეგ კი, პრემიერი ალაპარაკდა. ალექსანდრე მუნტეანუს თქმით, ის პირადად, როგორც მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვალდებულია, რომ ამომრჩევლის ნება შეასრულოს.
