გერმანიის ელჩს „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პაუსუხი არ გაუცია
გერმანიის ელჩს „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვაზე პაუსუხი არ გაუცია, თუმცა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ აქტივისტებთან 15 იანვრის შეხვედრაზე ირანის სცენარზე საუბარი არ ყოფილა. გერმანელი დიპლომატის თქმით, ისაუბრეს ახალგაზრდების შეშფოთებაზე, ევროპულ გზასთან დაკავშირებით. ფიშერთან აუდიენცია მანამდე „ქრონიკასთან“ დაადასტურეს შეხვედრის მონაწილეებმა. ის, ვინც კითხვაზე პასუხს არ გაექცა გვითხრა, რომ საუბარი შეეხო იმ საკითხებს, თუ რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან. „ქრონიკის“ ინფორმაციით კი, გერმანელმა დიპლომატმა მათ უთხრა, რომ საქართველოში მოვლენები ირანის მსგავსად უნდა განვითარდეს, რადგან დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს. ფიშერთან „გირჩის“ აქტივისტი ლუკა მიშველაძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. გერმანიის ელჩმა დაფინასების მოპოვების საკითხზე თქვა რომ კონტაქტი ექნება სწორედ ლუკა მიშველაძესთან და მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.
