ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა მინესოტის შტატის გუბერნატორისა და მინეაპოლისის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ფედერალური საიმიგრაციო ოპერაციებისთვის ხელის შეშლის სავარაუდო მცდელობის გამო
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა მინესოტის შტატის გუბერნატორისა და მინეაპოლისის მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ფედერალური საიმიგრაციო ოპერაციებისთვის ხელის შეშლის სავარაუდო მცდელობის გამო. საქმე ეხება ტიმ უოლცისა და ჯეიკობ ფრეის მიერ უწყების შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. ერთ-ერთ ბრიფინგზე უოლცმა ფედერალურ აგენტებს „თანამედროვე გესტაპო“ უწოდა. მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურის აგენტმა 37 წლის რენე გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
