დონალდ ტრამპმა კანადასა და ჩინეთს შორის გაფორმებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე გააკეთა კომენტარი
დონალდ ტრამპმა კანადასა და ჩინეთს შორის გაფორმებულ ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს ნორმალურია და კანადა ასეც უნდა მოქცეულიყო. მანამდე პეკინში ვიზიტით მყოფი კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ლიდერს შეხვდა. მხარეებმა ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს.
