დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე ზომის ჯარით. შესაბამისად, მას გრენლანდიის დაცვა და ტერიტორიის კონტროლი არ შეუძლია
დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე ზომის ჯარით. შესაბამისად, მას გრენლანდიის დაცვა და ტერიტორიის კონტროლი არ შეუძლია. ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტივენ მილერმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები დანიის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი, თუმცა დანია გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
