პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და გაერთიანებას „ჩამავალი ვარსკვლავი“ უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროინტეგრაციას
პოლონეთის პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და გაერთიანებას „ჩამავალი ვარსკვლავი“ უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებას“, „მერკოსურის“ ბლოკთან სავაჭრო ხელშეკრულებას, ცენტრალიზაციისკენ სწრაფვასა და მიგრაციულ პოლიტიკას და აღნიშნა, რომ სურს იხილოს „ძლიერი პოლონეთი ჯანსაღ ევროკავშირში“.
