ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები დღეს მაიამიში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ
ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები დღეს მაიამიში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ. შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას ინფორმაციით, უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია იქნებიან.
