საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს
საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ კონტროლს ზაკოტნოეს დასახლებული რაიონი დაექვემდებარა. ზაპოროჟიეში რუსული ძალების წინსვლაზე ავრცელებს ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პორტალი „დიფ სთეითიც,“ რომლის მიხედვითაც, ოკუპანტები გულია იპოლეს რაიონზე მასირებულ შეტევას ახორციელებენ.
