პრემიერ-მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
პრემიერ-მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა დიდი წარმატებაა და ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები, ხვალ მიემგზავრება და „ეი“ ჯგუფში ხორვატიის, ლატვიისა და საფრანგეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საქართველოში ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ავთანდილ ასათიანი საბოლოო გუნდის შემადგენლობას ხვალ დაასახელებს. ავთანდილ ახათიანის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად ევრო 2022-ზე იასპარეზა და ჯგუფიდან გასვლაც შეძლო. ქართველი ფეხბურთელები პირველ შეხვედრას 21 იანვარს, მასპინძელი ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებენ. ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ლატვიაში, სლოვენიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
