ტრამპის შეხვედრა ჟურნალისტებთან
რატომ ირჩევს თეთრი სახლი დიალოგს ვენესუელის დროებით პრეზიდენტ, დელსი როდრიგესთან და არა ოპოზიციის ლიდერ, მარია კორინა მაჩადოსთან? კითხვა თეთრი სახლის ლიდერს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც ტრამპმა ერაყის გამოცდილება გაიხსენა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, ერაყში რეჟიმის შეცვლის შემდეგ სამსახური ბევრმა ადამიანმა დაკარგა, რის შემდეგაც ისინი „ისლამური სახელმწიფოს,“ დაჯგუფებაში აღმოჩდნენ. ტრამპის თქმით ასეთი პრეცედენტები აღარ უნდა განმეორდეს.
