დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება გააკეთა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატოსთან ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
დონალდ ტრამპმა მორიგი განცხადება გააკეთა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატოსთან ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის გრენლანდია უკიდურესად მნიშვნელოვანია. მანამდე ის ტარიფების დაწესებით დაემუქრა ქვენებს, რომლებიც გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ მის გეგმას მხარს არ დაუჭერენ.
