ირანთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო გადაწყვეტაზე მეტად დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას
ირანთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო გადაწყვეტაზე მეტად დიპლომატიურ გადაწყვეტას ანიჭებს უპირატესობას. განცხადება ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ფლორიდაში, ისრაელ-ამერიკის საბჭოს კონფერენციაზე გააკეთა. უიტკოფს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, რაზეც უპასუხა, რომ პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის იმედი აქვს.
