უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინის დაფინანსებაზე უზარმაზარი რაოდენობის თანხა დახარჯეს და ამ თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს. „193 მილიარდი ევრო დაიხარჯა უკრაინის მხარდასაჭერად. კიდევ 90 მილიარდი ევრო ნასესხებია. თანხის დაბრუნების რეალისტური გეგმა არ არსებობს. უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს ვალის სპირალში ჩართვაზე. ილუზიების ნაცვლად, ჩვენ ჩვენი ხალხი ავირჩიეთ“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
