ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, განათლების მინისტრმა ამჯერად თბილისის სკოლების მასწავლებლებსა და მშობლებს გააცნო
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, განათლების მინისტრმა ამჯერად თბილისის სკოლების მასწავლებლებსა და მშობლებს გააცნო. გივი მიქანაძემ, სიახლეებზე ისაუბრა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და მინისტრს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები გაუზიარეს. სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში გაიმართა.
