პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს, რომელთაგან 10 არასრულწლოვანია
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს, რომელთაგან 10 არასრულწლოვანია. საგამოძიებო უწყება პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაკავებულები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ფაშისტური იდეოლოგიით ხელმძღვანელობდნენ. მათ კი, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ძალადობისა და ფსიქოლოგიური წნეხის ამსახველ კადრებს კი ფოტო-ვიდეოთი იღებდნენ და ინტერნეტპლატფორმებზე აქვეყნებდნენ. დაზარალებულთა შორის არიან არასრულწლოვანები.
