სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ისინი, რუსთავში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ.
