"ბიბისის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე "ქართული ოცნება" მაუწყებლისგან ბოდიშს მოხდას და ყალბი შინაარსის მასალის წაშლას ითხოვს
"ბიბისის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ქართული ოცნება მაუწყებლისგან ბოდიშს მოხდას და ყალბი შინაარსის მასალის წაშლას ითხოვს. სახელისუფლებო გუნდის პოზიციაა, რომ სიმართლე იმავე მეთოდით უნდა ითქვას, რა მეთოდითაც საქართველოს ცილი დასწამეს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის კამიტის გამოყენება დააბრალეს, რაც სახელმწიფოს არასდროს შეუძენია. თუ საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვა დაიწყება, მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ბიბისი რაიმე არგუმენტს ვერ წარმოადგენს.
