გერმანიის საელჩო ამ დრომდე დუმს „ქრონიკის“ კითხვაზე, იზიარებს თუ არა ელჩი პეტერ ფიშერი, გერმანიის კანცლერის პოზიციას, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაბალანსდეს
გერმანიის საელჩო ამ დრომდე დუმს „ქრონიკის“ კითხვაზე, იზიარებს თუ არა ელჩი პეტერ ფიშერი, გერმანიის კანცლერის პოზიციას, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაბალანსდეს. მეტიც ფრიდრიხ მერცი რუსეთს ევროპულს უწოდებს. ევროკავშირი კი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენელს არჩევს. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც წლების განმავლობაში დიპლომატიური გზით კრემლთან ურთიერთობების მოგვარება და ამ ფორმით, ომის დასრულება არც კი განიხილებოდა.
