საფრანგეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ევროკავშირთან ვაჭრობას შეუქმნის საფრთხეს
საფრანგეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ევროკავშირთან ვაჭრობას შეუქმნის საფრთხეს. „ფაინენშალ ტაიმსის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ამერიკის სახაზინო მდივანს ესაუბრა. როლან ლესკურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დასაკავებლად გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი იქნება იმ წითელი ხაზის გადაკვეთა, რომელიც ვაშინგტონთან ეკონომიკურ ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
