რუსული იერიშების გამო, უკრაინის ენერგო სისტემა ფაქტობრივად განადგურებულია
რუსული იერიშების გამო, უკრაინის ენერგო სისტემა ფაქტობრივად განადგურებულია. ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ქვეყნის მაშტაბით თითქმის ყველა ელექტროსადგური დაზიანებულია, ქვეყანას მხოლოდ 20 დღის საწვავის მარაგი აქვს. ყველაზე რთული ვითარება კიევის, ოდესისა და ფრონტის ახლოს მდებარე ოლქებშია. მოსახლეობას გათბობა და ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. სასწავლო პროცესის დაწყება 1 თებერვლამდე გადაიდო.
