მოლდოვის პრემიერის თქმით, იგი პირადად, როგორც მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც პრემიერ- მინისტრი, ვალდებულია, რომ ამომრჩევლის ნება შეასრულოს
მოლდოვის პრემიერის თქმით, იგი პირადად, როგორც მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც პრემიერ- მინისტრი, ვალდებულია, რომ ამომრჩევლის ნება შეასრულოს. ალექსანდრე მუნტეანუ აცხადებს, რომ მოლდოველებმა უკვე სამჯერ მისცეს ხმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ამიტომ ვალდებულია ამ მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას. მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუც.
