ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესზე მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურორმა რუსეთის მოქალაქეების ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენებების საქმეზე დართვა მოითხოვა. დაცვის მხარე კი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ აღნიშნული მოწმეების გამოკითხვის ოქმები ბევრ ეჭვს იწვევს და არასანდო მტკიცებულებებია.
