„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს, იზიარებს თუ არა გერმანიის ელჩი, ფრიდრიხ მერცის პოზიციას, რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებაზე და როგორ ახსნის თავად დიპლომატი რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში დაყენებას
„ქრონიკა“ ამ დრომდე ელოდება პასუხს, იზიარებს თუ არა გერმანიის ელჩი, ფრიდრიხ მერცის პოზიციას, რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებაზე და როგორ ახსნის თავად დიპლომატი რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში დაყენებას? გერმანიის კანცლერმა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. გამოცემა პოლიტიკოს ცნობით კი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. შეფასებები კეთდება თბილისში. ქართული ოცნების შეფასებით კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის სისწორე, მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, ახლა თავად ირჩევენ ამ პრაგმატული პოლიტიკის გზას
