პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება
პირველი ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება. იტალიის „ძებრესთან“ დაპირისპირებამდე 1 დღით ადრე ქართველმა მორაგბეებმა კაპიტნის ვარჯიში შევარდენის სარაგბო ბაზაზე ჩაატარეს. მარკო ბორტოლამის მომზადებულმა გუნდმა 1 კვირის წინ ტოპ 14 -ის მონტობანთან საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვებით, ტურნირის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. „შავი ლომი“ – „ძებრეს“ მატჩი ავჭალის სარაგბო მოედანზე, 17 იანვარს, 17:00 საათზე დაიწყება.
