კანადა, ჩინეთს, სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს
კანადა, ჩინეთს, სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს. კანადის პრემიერ- მინისტრი 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩინეთში ჩავიდა. მარკ კარნი ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს შეხვდა და განუცხადა, რომ კანადა ჩინეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე ისტორიულ მიღწევებს ელის. სი ძინ პინი კი აცხადებს, რომ სტაბილური ურთიერთობები ორივე ქვეყნის ინტერესებშია.
