შაბათს, 17 იანვარს დონალდ ტრამპი სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს რობერტ ფიცოს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება
შაბათს, 17 იანვარს დონალდ ტრამპი სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს რობერტ ფიცოს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდება. ამერიკის პრეზიდენტის გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით შეხვედრა დახურული ფორმატით გაიმართება. სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, ის დონალდ ტრამპთან სლოვაკეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმების პირობებს განიხილავს. შეთანხმება სლოვაკეთში არსებული სამხედრო აეროდრომის უფასო გამოყენებას და მისი მოდერნიზაციისთვის ამერიკულ ინვესტიციას ეხება.
