უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო დღეს იულია ტიმოშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო დღეს იულია ტიმოშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი სასამართლოში დილით გამოცხადდა. იულია ტიმოშენკოს პარლამენტის ხმების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები ფაბრიკაციაა. უკრაინაში ახალ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ- მინისტრის პოლიტიკური დირექტორი. ბალაშ ორბანი უკრაინაში ხმაურიანი კორუფციული საქმეების ფონზე ევროკავშირის მხრიდან კიევისთვის 90 მილიარდი ევროს დახმარებას ეწინააღმდეგება.
