მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის ფარგლებში, დემონსტრანტებმა სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების შენობის ღობეების დაშლა სცადეს, გზა გადაუკეტეს ფედერალური ოფიცრების ავტომობილებს და მანქანები დააზიანეს
მინეაპოლისში მიმდინარე პროტესტის ფარგლებში, დემონსტრანტებმა სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების შენობის ღობეების დაშლა სცადეს, გზა გადაუკეტეს ფედერალური ოფიცრების ავტომობილებს და მანქანები დააზიანეს. აქტივისტების დასარბევად ცრემლსადენი გაზი, შოკური მოქმედების ყუმბარები და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა და ოფიცერზე თავდასხმა სცადა. ასევე დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მინეაპოლისში არეულობისას ფედერალური აგენტების ავტომობილიდან ავტომატური იარაღი მოიპარა. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ აფინანსებს ძალადობრივ პროტესტს.
