აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოხსენებებს ცნობილი ენათმეცნიერები და პროფესორები წაიკითხავენ. შედგება ექვსი სამეცნიერო სესია. ჩატარდება სტუდენტური კონფერენციაც. უნივერსიტეტის მუზეუმში კი გამოიფინა მზექალა შანიძის პირადი ნივთები, ფოტოები, მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა - წიგნები, ხელნაწერები. მზექალა შანიძე ცნობილი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის ოჯახში დაიბადა. მან ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდების აღზრდას.
