საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე ილაპარაკა, რომელიც სამსახურმა 2025 წელს დანერგა. წარმოადგინა 4 წლიანი სამომავლო სტრატეგიაც, რომელიც სანდოობის გაზრდას და მონაცემების მიღების გამარტივებას მოიცავს.
