დაცულ ტერიტორიებს 2025 წელს, სტუმრების რეკორდული რაოდენობა ეწვია
დაცულ ტერიტორიებს 2025 წელს, სტუმრების რეკორდული რაოდენობა ეწვია. 1 მილიონ 250 ათას 417 ადამიანი. რაც 13%-ით მეტია, ვიდრე იყო 2024-ში. ლიდერობს: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლიის მღვიმე და წალკის კანიონი. დაცულ ტერიტორიებს 14 პროცენტით მეტი უცხოელი მოგზაური ესტუმრა, გაზრდილია ქართველი ვიზიტორების რიცხვიც. სტატისტიკა კი მიუთითებს დაცული ტერიტორიების მზარდ პოპულარობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმართა შორის.
