"ქრონიკამ" გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია
ქრონიკამ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა დიპლომატიური უწყება ფრიდრიხ მერცის გზავნილს რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსებაზე და როგორ ახსნის რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში დაყენებას? პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. გერმანიის კანცლერმა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით კი, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შეფასებით, კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა სახელმწიფოს პრაგმატული პოლიტიკის სისწორე, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსული იარლიყის მიკერებას ცდილობდნენ, ახლა თავად ირჩევენ ამ პრაგმატული პოლიტიკის გზას.
